რჯული ქრისტესი, ამაღლება. "რჯული ქრისტესი", რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ეძღვნება; მასალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა ქართულ ეკლესიაში და საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილე მრევლისთვის იყო განკუთვნილი; თითოეულ კრებულში თავმოყრილია: • სადღესასწაულო მოვლენის საღვთისმეტყველო განმარტება; • დღესასწაულთან დაკავშირებული საკითხავები წმიდა წერილიდან მამათა განმარტებებთან და ისტორიულ კომენტარებთან ერთდ; • ძველ ხელნაწერებში შემონახული ქადაგებები და ის საგალობლები, რომელთაც მორწმუნეები დღესაც აღავლენენ ტაძრებში და ისინიც, რომლებიც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში. • მოცემული დღესასწაულის იკონოგრაფიის განმარტება და ფერადი ილუსტრაციები. თითოეულ ძველქართულ ტექსტს თან ერთვის შესაბამისი ახალქართული ვარიანტი. დაბეჭდილია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, აქვს მაგარი, ფერადი გარე ყდა. ყდის ტიპი: მაგარი. გვერდების რ-ბა: - 288. ზომა: სიგრძე - 22სმ, სიგანე - 16სმ. ყველა ტომი ნახეთ აქ: